ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 22 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული.

“ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა. შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები,” – აღნიშნა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.

“იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი,” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

“პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზამდე მისასვლელ გზას ასფალტი და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სპორტდარბაზამდე მისასვლელ გზას. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხებს წმენდენ

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გორიჯვრის გზაზე სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სამელიორაციო და სანიაღვრე სისტემები უკვე მოწესრიგდა მუნიციპალიტეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას არსებული კომპანია გააგრძელებს – სასწავლო პროცესის განახლება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიასთან ხელშეკრულება…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.