კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითსა და ლამისყანში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხვითში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, ასევე ლამისყანის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზებზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების ცხაურებითა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება.