სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირება 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 1 ვაკანსია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური – 1 ვაკანსია.
🔹️ გორი
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში – 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის შესყიდვების განყოფილება – 1 ვაკანსია; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 1; იურიდიული განყოფილება – 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება – 1; ბავშვთა დაცვის განყოფილება – 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება -1; ქონების განყოფილება – 1; ბუღალტერიის განყოფილება – 1; ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება – 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება – 1; ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება – 1; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება – 2; მშენებლობის კონტროლის განყოფილება – 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 3 ვაკანსია გამოცხადდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში – 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილება – 2 ვაკანსია; ეკონომიკური განვითარების სამსახური – 2; შიდა აუდიტის სამსახური – 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 18 ვაკანსიაზე, საკრებულოში 2 ვაკანსიაზე, ხოლო ა(ა)იპ ორგანიზაციებში 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება – 2 ვაკანსია; იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური – 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 2; ზედამხედველობის სამსახური – 2; ინფარსტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახური – 2; ეკონომიკური განვითარების სამსახური-სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება – 2; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური – 2; განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური-სპორტის განყოფილება – 2; შიდა აუდიტის სამსახური – 2; (ა(ა)იპ- ,,წყლისა და გამწვანების კომპანია – 2; ა(ა)იპ ,,ხაშურსერვისი“ – 2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ ქარელი
ქარელის მუნციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 17 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური – 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტი სამსახური – 3; ეკონომიკური განვითარების სამსახური – 3; ზედამხედველობის სამსახური – 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური – 2; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური – 1; იურიდიული სამსახური – 2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.