ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ შიოშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრა.

სტუმრებმა ბაღების თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, დაწესებულებებში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბაღებში შექმნილ პირობებზე, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო პატარებს, პედაგოგებსა და ბაღების ყველა თანამშრომელს ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ულოცავს და წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ წელს უსურვებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებსა და…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – აიკრძალება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ 2026-2030…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.