შიდა ქართლის სპორტული თამაშები სოფელ ძლევიჯვარში ქართული ჭიდაობის გუნდური ღია პირველობით გაიხსნა. შეჯიბრებაში შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილი გორის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ქარელის გუნდი „ხაბარელი I“, ხოლო მესამე ადგილზე „ხაბარელი II“ გავიდა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
შეჯიბრება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონულმა ორგანიზაციამ ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა გულიაშვილს, შიდა ქართლის სპორტული თამაშების მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტებს შორის სპორტული თანამშრომლობის გაძლიერება.


