გორის მუნიციპალიტეტის სპორტის გავითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორელმა ძიუდოისტებმა, ჯაბა მელაძემ და ვაჟა ავაზნელმა, სპორტის საბრძოლო სახეობათა ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
ჯაბა მელაძე (81 კგ) შეჯიბრების გამარჯვებული გახდა, ხოლო ვაჟა ავაზნელმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება მოიპოვა.