გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა მორიგი სარეიტინგო ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
შეჯიბრება 2012–2013 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართა.
🥉 დაჩი მღებრიშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
🥉 გიორგი პიპინაშვილმა კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გორელმა სპორტსმენებმა ტურნირზე მიღწეული შედეგით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალაქში ძიუდოს ახალი თაობა წარმატებით ვითარდება.