საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ბალაშვილი დაინიშნა.
53 წლის სპეციალისტი გუნდის დაარსების დღიდან სამწვრთნელო შტაბის წევრია, ახლა კი მთავარი მწვრთნელის პოზიციას ჩაიბარებს.
გიორგი ბალაშვილი წარმატებული გორელი ვეტერანი ფეხბურთელია. მისი პროფესიული კარიერის ძირითადი ნაწილი გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ აქვს გატარებული.
ბალაშვილს 1998–1999 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურითაც უთამაშია.