კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას გაუმარტივებს.
მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.