ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში შიდა უბნის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 800 გრძივ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე გაკეთდება გზის მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და ხელოვნური ნაგებობები.
ამ ეტაპზე გზაზე წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონის ზედა ფენა იგება.
მიმდინარე სამუშაოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.