კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისა და მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 300 გალვანიზებული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინეს.
კონტეინერები საჭიროების მიხედვით განთავსებისთვის ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობას“ გადაეცა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერია ნარჩენების გატანის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამ ნარჩენმზიდ ავტომანქანას შეისყიდის.