ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 28 ივლისი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა

x

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.

ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.
ასევე, ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებით მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ხაშურში, სააკაძის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

ხაშურში სააკაძისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად…

tvmonitoringi · 4 წთ
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.