ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 4 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში – რეკომენდაციები მოსახლეობას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება.

„სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში – დილის საათებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება – ღამისა და დილის საათებში.

თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

„მელოდიები ძველი გორიდან“ – გორში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ძველი გორის 40 საარქივო ფოტოსგან შემდგარი გამოფენა, ენახათ XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქალაქურ სამოსში გამოწყობილი…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.