ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 6 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა – მინისტრი

ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის – თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ შვილთან და სრულიად საზოგადოებასთან აქვს.

„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი – მინისტრის შეხვედრა მშობლებთან – 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე ერთ მშობელსაც არ უთქვამს რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ მოცემულობას.

ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ – აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეების სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან.

ყველა ნაბიჯი, რაც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ქარელის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეიტანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას სუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

ამოღებულია 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცი

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შემოწმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ბაღჩეული კულტურების – საზამთროსა და ნესვის – ნიტრატების შემცველობას ამოწმებს. მონიტორინგის სახელმწიფო…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.