ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 8 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბეტონის საძირკველი და ზეძირკველი, სტადიონის ტერიტორია შემოიღობა მოთუთიებული მავთულბადით, ლითონის კარკასზე და დაიგო ხელოვნური საფარი.

სტადიონზე ასევე დამონტაჟდა ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა.

ახალი სპორტული სივრცე სოფლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სპორტული აქტივობებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს შეუქმნის.

სამუშაოები ინდივიდუალურმა მეწარმემ „პაატა ხაჭაპურიძემ“ შეასრულა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელში, ცაბაძის ქუჩის მიმდებარედ გრუნტის არხის გაწმენდა დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტში, ცაბაძის ქუჩის მიმდებარედ, გრუნტის არხის გაწმენდა-დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო. შენობა გასულ…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

კასპში არალეგალური ფრინველთა სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში არაგეგმური ინსპექტირების შედეგად არალეგალური ფრინველთა სასაკლაო გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.