ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას – პრეზიდენტი

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხებზე საუბრისას.

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართველი სამხედროები განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ და შინდისის გმირებმა თავდადების გამორჩეული მაგალითი აჩვენეს, ქვეყნის ხელისუფლებას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დისკუსიის მხოლოდ იმ საკითხზე კონცენტრირებას, თუ ვინ დაიწყო ომი, მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადააქვს.

„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგების სრულფასოვანი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს როგორც ომის გარემოებები, ისე იმ პერიოდში ხელისუფლების ქმედებები.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

პოლიტიკა

პრემიერმა შინდისის გმირებს პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა გმირების…

tvmonitoringi · 2 წთ
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი…

tvmonitoringi · 1 წთ
პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლებმა გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან, ვატო სურგულაძესთან, გრიგოლ გეგელიასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, გორში 8…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.