ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს

როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამ, რაც შეიძლება, გააკეთო და ამას აკეთებს უცხოური აგენტურა და პარტიული აქტივი.

„ჩემთვის არის ერთი განწყობა მისაღები – პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს კონკრეტული ხელისუფლება და რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი პოზიცია და ეს პოზიცია არის კონკრეტული მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯებით გამოხატული. რაც შეეხება რუს ხალხს, მათ შორის რუს ტურისტს, რუსულ კულტურას და ა.შ. როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თავის დროზე, როდესაც ბრიფინგებს ვატარებდით რუსოფობიასთან დაკავშირებით, 2022 წელსაც მოგვიწია არაერთი ბრიფინგის ჩატარება, გამოდიოდნენ თქვენი წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ რუსებთან მიმართებით ქსენოფობია კარგია და სწორია, რადგან ყველა რუსი ოკუპანტიაო, ამას ამბობდნენ.

მახსოვს, ბავშვი როცა ვიყავი 80-იან წლებში, 40 წლის მომხდარი იყო მაშინ მსოფლიო ომი. გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი, ჰიტლერი და გერმანიის ხელისუფლება კი არა, გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი. როდესაც საბჭოთა კავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა, მაგალითად, უნგრეთის ოკუპაცია, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, მაშინ იქაც შეიძლება, ეგონათ საბჭოთა ხალხი ცუდი ხალხი, მათ შორის ქართველები ცუდი ხალხი. ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამ, რაც შეიძლება, გააკეთო. ამას აკეთებთ თქვენ, უცხოური აგენტურა, პარტიული აქტივი. თქვენ ცდილობთ, რომ რუს ხალხზე გადაიტანოთ ის უმძიმესი პოლიტიკური მოცემულობა, რაც ჩამოყალიბდა, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციის სახით“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

პოლიტიკა

პრემიერი – „დიპ-სტეიტის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია – როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად…

tvmonitoringi · 2 წთ
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი

ს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო, როდესაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას…

tvmonitoringi · 3 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.