ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი

ს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში“.

„ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული.

ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. ვიდრე ეს კურსი იქნება ადგილზე, ვიდრე არ შეიცვლება ეს რეჟიმი, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არც წელს, არც გაისად, არც 2030 წელს და არც არასდროს მანამ, სანამ ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი ევროპული კურსი არ იარსებებს. ეს დასკვნა ამბობს ორ ძირითად რამეს: ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული, და მეორე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სრულად არის შეჩერებული.

შესაბამისად, ახლა ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ჩვენს ჯეროვან, ღირსეულ, პრინციპულ ნაბიჯებზე, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს რუსული სახადისგან და რომელმაც უნდა აღადგინოს ეროვნული და ევროპული პრინციპები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს, ნათქვამია, რომ „საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით“.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

პოლიტიკა

პრემიერი – „დიპ-სტეიტის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია – როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო, როდესაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას…

tvmonitoringi · 3 წთ
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს

როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.