ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 17 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
სამართალი

პროკურატურამ თაღლითობის საქმეზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

x

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 14 500 აშშ დოლარი.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაჰპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვეს 3000 აშშ დოლარი.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით თაღლითობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნავს პროკურატურა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სამართალი

შსს – დავაკავეთ სამი პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ

დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში…

tvmonitoringi · 1 წთ
სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მასშტაბური თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მასშტაბური თაღლითობისა…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

ქარელის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეიტანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას სუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.