გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე ტლაშაძემ თურქეთში გამართულ თურქული ეროვნული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
ტურნირზე ტლაშაძე 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ასპარეზობდა და შეჯიბრება ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ალექსანდრე ტლაშაძის მიერ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული მედალი გორის სპორტული სკოლისა და ახალგაზრდა მოჭიდავის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია.