ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა ხელბურთელმა გოგონებმა ქვიშის ხელბურთის ფესტივალზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ურეკში გამართულ ქვიშის ხელბურთის ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.

გორელი სპორტსმენი გოგონები ფესტივალის ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. მედალთან ახლოს იყო ვაჟთა გუნდიც, თუმცა მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრა დათმო.

ვერცხლის პრიზიორი გოგონათა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნატალი გაზაშვილი, ნატალი ბიწაძე, ანა ბურნაძე, ანნა ოქროპირიძე, ქეთი ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, ანასტასია კოპაძე, ირინოლა ელბაქიძე, ნინი ხიჩიკაშვილი, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, ნია ყურელი და ანა ბუხრიკიძე.

გუნდს ტურნირზე თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

გორელი ხელბურთელებისთვის ურეკში მოპოვებული ვერცხლის მედლები კიდევ ერთი წარმატებული შედეგია და სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებაში მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.