ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 2 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
ბლოგები

22 წელი ღია ჯიხურში – ქალი, რომელსაც გორელები „მამიდას“ ეძახიან

22 წელია გაზეთს და სიგარეტს ჰყიდის ამ ღია ჯიხურში გორის ქუჩაში – წერს გიორგი კეკელიძე და საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

,,ნათელა ტლაშაძე-მაზმიშვილი. გორელები მამიდად იცნობენ. მამიდას ეძახდნენ ჯარისკაცებიც. ბევრი დააპურა და დაბანა იმ აგვისტოში. ნოემბერში, ერთი ქალი მივიდა და ოთხასი ლარი მისცა. თან ტიროდა ქალი. ვერ მიხვდა ნათელა, რა ფული იყო. ესო, ჩემი შვილის ვალიაო. ერთი ჯარისკაცი სესხულობდა სიგარეტს. ბარემ ასზე მეტი დაუგროვდა. ძმაკაცისთვის უთქვამს, თუ მომკლეს, იცოდე ამ ქალის ვალი მაქვსო. მოკლეს. რუსებმა. დედა დააბრუნა ვალი. ნათელამ იმ ფულით სანთელი იყიდა და დაანთო. ბევრი სანთელი. იმდენი, რამდენიც ალბათ სიგარეტი იყო. ან უფრო მეტი.

გაზიარება Facebook X

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.