ხაშურის სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს, მათ შორის ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
საქართველოს ჩემპიონატი 30-31 აგვისტოს ქარელში გაიმართა. შეჯიბრებაში ხაშურის სასპორტო სკოლის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ:
- გაბრიელ მეხრიშვილი — I ადგილი, 46 კგ;
- საბა გრიგალაშვილი — I ადგილი, 88 კგ.
ვერცხლის მედალი მოიპოვა ერეკლე ლომიძემ (88 კგ).
ბრინჯაოს მედალოსნები კი გახდნენ:
- პავლე ტაბატაძე — 46 კგ;
- ლამარა ნოზაძე — 47 კგ;
- ლიზი გიგუაშვილი — 59 კგ.
საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალოსნები — გაბრიელ მეხრიშვილი და საბა გრიგალაშვილი — საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც საბერძნეთში გაიმართება.


