გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ქვიშის ხელბურთის ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრება ურეკში გაიმართა, სადაც გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ფესტივალი მეორე ადგილზე დაასრულეს.
ვერცხლის პრიზიორი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნატალი გაზაშვილი, ნატალი ბიწაძე, ანა ბურნაძე, ანნა ოქროპირიძე, ქეთი ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, ანასტასია კოპაძე, ირინოლა ელბაქიძე, ნინი ხიჩიკაშვილი, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, ნია ყურელი და ანა ბუხრიკიძე.
გუნდის მწვრთნელები არიან თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი.
გორის გუნდის წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია სკოლის სპორტსმენებისთვის ქვიშის ხელბურთში.


