საკალათბურთო კლუბ „ივერიონი-გორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 29 წლის სპეციალისტმა გიორგი ჩაჩხიანმა დაიკავა. ახალ სეზონში ის პარალელურად „ივერიონის“ აკადემიასაც უხელმძღვანელებს.
გიორგი ჩაჩხიანმა სამწვრთნელო საქმიანობა 2018 წელს „ზაზა ფაჩულიას აკადემიაში“ დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან – U10, U12, U14, U16 და U18 – მუშაობდა.
2023 წელს ჩაჩხიანი გორში გადავიდა და „ივერიონის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, დიმა ჯაკობოვის, ასისტენტი გახდა.
2024 წელს ის „ივერიონის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი გახდა. პარალელურად, 2024-2025 წლებში კლუბის მთავარი გუნდის მწვრთნელის, დავით როგავას, ასისტენტის პოზიციას იკავებდა.
2026 წლიდან გიორგი ჩაჩხიანი ოფიციალურად „ივერიონი-გორის“ მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელია.
29 წლის სპეციალისტი ახალ სეზონში კლუბს როგორც მთავარი გუნდის, ისე აკადემიის დონეზე უხელმძღვანელებს.