ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

ხაშურის სასპორტო სკოლის ძალოსნებმა გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

ხაშურის სასპორტო სკოლის ძალოსნობის ჯგუფის სპორტსმენებმა გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირზე რამდენიმე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრება 31 აგვისტოსა და 1-2 სექტემბერს ქალაქ საჩხერეში გაიმართა. ტურნირი 23 წლამდე ასაკის ძალოსნებს შორის ჩატარდა და მას ტრადიციული ხასიათი აქვს.  შეჯიბრება ყოველწლიურად იმართება.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდა სპორტსმენებში ძალოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობაა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ხაშურის სასპორტო სკოლის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო შედეგი გიგა ოდიკაძემ აჩვენა. მან პირველი ადგილი დაიკავა როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში.

ავთო ჩანდიშვილმა ატაცში მესამე ადგილი, ხოლო აკვრასა და ორჭიდში მეორე ადგილი მოიპოვა.

ხაშურის სასპორტო სკოლის ძალოსნობის ჯგუფის სპორტსმენებს წარმატებულ ასპარეზობას ვულოცავთ და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებებს ვუსურვებთ.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.