ათენში, თავისუფალი ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ნუგზარ სხირელის სახელობის სპორტული სკოლის ხუთივე მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო.
გორელმა სპორტსმენებმა ტურნირზე 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
- ნიკოლოზ მაყიშვილი — 55 კგ;
- შალვა თვაური — 65 კგ;
- ზუკა წინამძღვრიშვილი — 71 კგ;
- გივი კახნიაშვილი — 110 კგ.
ვერცხლის მედალი დავით ყაყიტაშვილმა მოიპოვა 71 კგ წონით კატეგორიაში.
შეჯიბრებაზე ნუგზარ სხირელის სახელობის სპორტული სკოლის სახელით სულ ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა და ხუთივემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
მიღწეული შედეგით სკოლაში ახალგაზრდა მოჭიდავეებს ულოცავენ და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებებს უსურვებენ.