გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ბათუმში გამართული შავი ზღვის თასი პლაჟის ხელბურთში წარმატებით იასპარეზა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. გორელმა გოგონებმა შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
წარმატებით იასპარეზეს ვაჟთა გუნდის წევრებმაც. გორელი ხელბურთელები მესამე ადგილისთვის მატჩში იბრძოდნენ, თუმცა შეხვედრა დათმეს და ტურნირი საპრიზო ადგილის გარეშე დაასრულეს.