თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და შეჯიბრება 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ტურნირში 2011-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
კვარცხლბეკზე გორელი მოჭიდავეების შედეგები ასეთია:
🥇 ზუკა დოთიაშვილი -I ადგილი, 88 კგ;
🥉 ნიკოლოზ გაგლოშვილი – III ადგილი, 38 კგ.
ორივე სპორტსმენი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.