ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს მე-3 სარეიტინგო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

საქართველოს მე-3 სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ძიუდოისტებმა წარმატებით დაასრულეს. გორელმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირი 2010-2011 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართა.

შეჯიბრების შედეგად პირველი ადგილი დაიკავა ზურაბ ჯანეზაშვილმა (60 კგ), რომელიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

კიდევ ორმა გორელმა ძიუდოისტმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ზურა წკრიალაშვილმა 55 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ლაშა სეხნიაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამრიგად, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ძიუდოისტების ანგარიშზე ტურნირზე ერთი პირველი და ორი მესამე ადგილია.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

ხაშურში თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

11 სექტემბერს, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სტადიონზე, ვეტერანი ფეხბურთელისა და საპატიო ხაშურელის, თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა ართვინში საერთაშორისო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს

თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და შეჯიბრება 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ტურნირში…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

6-24 სექტემბერს შიდა ქართლში სპორტული თამაშები ოთხ სახეობაში გაიმართება

შიდა ქართლში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ გაიმართება, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრებები 6-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ოთხ სპორტულ სახეობაში…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.