მამაკაცს გონებისდაკარგვამდე სცემეს - რა მოხდა წეროვანში



მამაკაცს გონებისდაკარგვამდე სცემეს - რა მოხდა წეროვანში

სასტიკი თავდასხმა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წარმომადგენლებზე . ტვ მონიტორინგის ინფორმაციით,  შემთხვევა იმ დროს  გუშინ მოხდა, როდესაც წეროვანში ჩასულებს, გზა აებნათ.  დაზარალებულის მეუღლე ყვება, რომ დასახლებაში მათ დახმარება ერთ-ერთ შემხვედრ მამაკაცს სთხოვეს, რომელმაც  თანმხლებ მამაკაცს  უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, სასტიკად ნაცემმა გონება დაკარგა და   გადაყვანა საავადმყოფოში გახდა საჭირო. 

,, ვიყავით წეროვანში, გზა აგვებნა და დახმარება ვთხოვეთ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც უმიზეზოდ თავს დაგვესხა. ფიზიკურად გაუსწორდა მანქანაში მჭდომ ჩემს მეუღლეს, რის გამოც მან გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს კიდევ ურტყამდა. ვითხოვთ რეაგირებას და ობიექტურ გამოძიებას" - გვითხრა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, როგოც ჩვენთვის გახდა ცნობილი მიმდინარეობს მხარეთა გამოკითხვები

ასევე შეგიძლიათ იხილოთ