ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ატარებს

ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ატარებს

„ახალგაზრდობის სააგენტომ“ საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო, რომელსაც კვლევითი კომპანია ACT ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 მუნიციპალიტეტიდან 4–ში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა. დანარჩენ მუნიციპალიტებში, რომელთა შორისაა საჩხერე, კასპი, ყვარელი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, ამბროლაური, სენაკი, ხობი ბაღდადი და თეთრიწყარო, სააგენტო აქტიურად მუშაობს, კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად

კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ფარგლებში ტარდება.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ