ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 24 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. ის 10 000 ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40…

tvmonitoringi · 2 წთ
განათლება

ცნობილია, სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც…

tvmonitoringi · 8 წთ
საზოგადოება

გორში საერთო სარგებლობის სივრცეების განახლება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, დასასვენებელ და სხვა საერთო სარგებლობის სივრცეებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.