ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

ატენის ხეობაში, ფესტივალ „საკურას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ქართულ-იაპონური ურთიერთობების თემატიკის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა სპორტის იმ იაპონურ სახეობებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლებში ისწავლება.

საჩვენებელი გამოსვლები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა და გურამ პაპიტაშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა გამართეს. მათ ძიუდოს, კარატესა და სუმოს ელემენტები წარმოადგინეს.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში სპორტის აღნიშნულ სახეობებში დღეს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა უფასოდ ვარჯიშობს. სააგენტო მათ საქართველოს მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ტრანსპორტირებასა და კვებასაც უზრუნველყოფს, რაც ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

 

 

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

აღაიანში ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ცნობილი ქართველი მოჭიდავისა და გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრებაში…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა ფალავანმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

18 წლის სპორტსმენმა ტურნირზე რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. პეტრიაშვილმა ირანელ ნოორის 11:0, ყირგიზეთის წარმომადგენელ ყიგიზ ახმეტოვს კი 10:0 სძლია. ერთადერთი…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

შინდისში შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიმართა

ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეები პირველობისთვის 60, 70, 80 და 80 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ. შეჯიბრების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.