ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18 მედალი მოიპოვა.

17-19 ოქტომბერს გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის 2007-2009 და 2015-2016 წლებში დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

გორელმა სპორტსმენებმა ტურნირი 9 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

2007-2009 წლებში დაბადებულთა შორის ოქროს მედლები რატი რევაზიშვილმა და ნიკა მაისურაძემ მოიპოვეს. ვერცხლის მედლები საბა მინდიაშვილსა და გიორგი სიჭინავას ერგოთ, ბრინჯაოს მედლები კი — გიორგი წურიაშვილს, აკაკი მაზმიშვილს, გიგა ოთინაშვილსა და გურამ ქოთუაშვილს.

2015-2016 წლებში დაბადებულთა შორის პირველი ადგილები ბექა ბერიანიძემ, ნიკა ბერიანიძემ, დაჩი კარელიძემ, თომა პაპიტაშვილმა, გიორგი კარელიძემ, გაბრიელ ჩინჩრიკმა და ვანო კახნიშავილმა დაიკავეს. ვერცხლის მედალი დანიელ გალეგაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი ანდრია მახარაშვილსა და გაბრიელ კაკაურიძეს ერგოთ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორში ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა-ზურაბ ჭიღლაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გორის სპორტის სასახლემ ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორში ნუგზარ სხირელის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა -გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული გორელი მოჭიდავეები გახდნენ

გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრების გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს…

tvmonitoringi · 2 წთ
სპორტი

ხაშური ლუკა მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – შეჯიბრებაში ახალგაზრდა ძიუდოისტები იასპარეზებენ

12-14 ნოემბერს ქალაქ ხაშურში, კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში, მსოფლიოს ჩემპიონისა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.