ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან ერთად დაესწრო.

გურამ პაპუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც მომღერალი და შემოქმედი. მუსიკა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და წლების განმავლობაში თავისი შემოქმედებით თავი მთელ ქვეყანას დაამახსოვრა და შეაყვარა.

გურამ პაპუაშვილი წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა და თავისი პროფესიული საქმიანობით მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საღამოზე გურამ პაპუაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან დაკავშირებული მოგონებები, მისი შემოქმედება და გორის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილი.

საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ ავტორებთან პოეზიის საღამო გაიმართა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ავტორების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაყვალა ხაჩიძე, მზეგული ტყეშელაშვილი, მარინა ღონღაძე, ეკა გეგელაშვილი, მანანა ხრიკაძე,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ლია მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გორის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის გახსნა 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.