ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

გორში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაში მონაწილე ბავშვებს სერტიფიკატები გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დასრულდა. გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ გადასცა.

მერმა წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერა და მოსწავლეებს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გამოფენა კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია იყო.

ექსპოზიცია დამთვალიერებლებს სამი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ ავტორებთან პოეზიის საღამო გაიმართა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ავტორების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაყვალა ხაჩიძე, მზეგული ტყეშელაშვილი, მარინა ღონღაძე, ეკა გეგელაშვილი, მანანა ხრიკაძე,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ლია მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გორის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის გახსნა 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.