ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
უცხოეთის ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ – ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც დაიწყო

ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც საომარ ძალისხმევას ემსახურებიან და აგრესიას აფინანსებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ქალაქ სარატოვში, ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ორ სტრატეგიული ობიექტს დაარტყეს: სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას.

„კალუგის რეგიონში დარტყმა განხორციელდა ლუდინოვსკაიას ნავთობბაზის სატანკო პარკზე. ბრიანსკის რეგიონში ჩვენმა მეომრებმა ასევე განახორციელეს ზუსტი დარტყმა იმ ადგილას, რომელიც გამოიყენება დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა „ომს იქ აბრუნებს, საიდანაც დაიწყო“.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

უცხოეთის ამბები

რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

რომის პაპმა მკაცრად დაგმო დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა და საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო ქმედებებისკენ მოუწოდა, – წერს მედია. სოციალურ…

tvmonitoringi · 1 წთ
უცხოეთის ამბები

უკრაინის თავდაცვის უწყება – უკრაინამ Wildberries-ის ათი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა

უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით,…

tvmonitoringi · 1 წთ
უცხოეთის ამბები

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის ფორმატზე მუშაობენ – The New York Times

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საკუთარ გეგმას ამზადებენ, – ინფორმაციას The New York Times-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.