ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.

„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-21 აგვისტოს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-21 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა

შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ელჩის მოვალეობის…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.