ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 22 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

„კასპობა 2026“ – ქალაქის დღესასწაული 10 ოქტომბერს გაიმართება

კასპში ქალაქის დღესასწაული — „კასპობა 2026“ — 10 ოქტომბერს გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და დღის განმავლობაში კულტურულ, გასართობ და სპორტულ აქტივობებს გააერთიანებს.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობა, სპორტული ღონისძიებები და სხვა გასართობი პროგრამები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფოლკლორული და ქართული ხალხური შემოქმედების წარმომადგენლების მონაწილეობა. ასევე გაიმართება კონცერტი და ადგილობრივი შემსრულებლების გამოსვლები.

საზეიმო დღის მუსიკალური ნაწილი 19:00 საათიდან დაიწყება. კონცერტზე ჯგუფი „ბანი“, კასპის გუნდი „Old Strings“ და DJ წარდგებიან.

კასპის მუნიციპალიტეტი ქალაქის დღესასწაულზე მოსახლეობასა და სტუმრებს ეპატიჟება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში პროექტი „მკითხველის ხმა“ დაიწყო -პირველი შეხვედრა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ მიეძღვნა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ახალი პროექტის – „მკითხველის ხმა“ პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ლიტერატურული ნაწარმოებების ახლებურად გააზრებას,…

tvmonitoringi · 2 წთ
კულტურა

აფრიკის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა გორის მუზეუმში – უნიკალური კოლექცია დამთვალიერებლების წინაშეა

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფრიკის კონტინენტის ხალხთა კულტურული, ტრადიციული და რელიგიური მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნას გორის ხელისუფლებისა და…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

# ხაშურის ბიბლიოთეკებში შესრულებულ სამუშაოებს აჯამებენ – განსაკუთრებული ყურადღება სურამის ფილიალს დაეთმო

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას გაერთიანებაში შემავალი ფილიალების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.