ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ შიოშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრა.

სტუმრებმა ბაღების თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, დაწესებულებებში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბაღებში შექმნილ პირობებზე, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო პატარებს, პედაგოგებსა და ბაღების ყველა თანამშრომელს ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ულოცავს და წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ წელს უსურვებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

ხაშურის №4 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე,…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

გორში განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს. მათ მადლობის სიგელები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ,…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ხაშურში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.