ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში – რეკომენდაციები მოსახლეობას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება.

„სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში – დილის საათებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება – ღამისა და დილის საათებში.

თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

„ძლევაი საკვირველი“ – კასპის მუნიციპალიტეტი დიდგორობას შეუერთდა

12 აგვისტოს საქართველოში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნა. დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 905 წელი შესრულდა. სახალხო დღესასწაული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში – საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ…

tvmonitoringi · 3 წთ
საზოგადოება

ხაშურში ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.