ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შემოწმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ბაღჩეული კულტურების – საზამთროსა და ნესვის – ნიტრატების შემცველობას ამოწმებს.

მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 50 ნიმუში.

კვლევის შედეგების მიხედვით, არც ერთ ნიმუშში ნიტრატების შემცველობა კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმას არ აღემატება. დასაშვები ზღვარი საზამთროსთვის 60 მგ/კგ-ს, ხოლო ნესვისთვის 90 მგ/კგ-ს შეადგენს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში ბაღჩეული კულტურების ხარისხის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები რეგულარულად გაგრძელდება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

„ძლევაი საკვირველი“ – კასპის მუნიციპალიტეტი დიდგორობას შეუერთდა

12 აგვისტოს საქართველოში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნა. დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 905 წელი შესრულდა. სახალხო დღესასწაული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში – საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ…

tvmonitoringi · 3 წთ
საზოგადოება

ხაშურში ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.