ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. “ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა. ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.