ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი 22 აგვისტოს გაიმართება

22 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჭიდაო არენაზე, შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უფროსი ასაკის მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. სპორტსმენები პირველობისთვის 60, 70, 80 და +80 კილოგრამ წონით კატეგორიებში იბრძოლებენ.

ტურნირი 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მონაწილეთა აწონვა 09:00 საათზე გაიმართება. დასაშვები გადახრა 2 კილოგრამია.

გამარჯვებულები და პრიზიორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

60, 70 და 80 კგ წონითი კატეგორიები

  • I ადგილი – 1 250 ლარი
  • II ადგილი – 625 ლარი
  • III ადგილი – 375 ლარი

+80 კგ წონითი კატეგორია

  • I ადგილი – 2 500 ლარი
  • II ადგილი – 1 250 ლარი
  • III ადგილი – 625 ლარი

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

შეჯიბრება მიზნად ისახავს შინდისის გმირების ხსოვნის პატივისცემას, ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და სპორტსმენებისთვის მაღალი დონის შეჯიბრების უზრუნველყოფას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო სკოლა „გორმა“ II კატეგორია მოიპოვა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო სკოლა „გორს“ II კატეგორია მიენიჭა. გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შეფასების შედეგების…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ატენის ხეობაში, ფესტივალ „საკურას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ქართულ-იაპონური ურთიერთობების თემატიკის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა სპორტის იმ იაპონურ სახეობებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლებში ისწავლება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.