ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 5 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

„ძლევაი საკვირველი“ – კასპის მუნიციპალიტეტი დიდგორობას შეუერთდა

12 აგვისტოს საქართველოში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნა. დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 905 წელი შესრულდა.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ტრადიციულად, ღონისძიებაში კასპის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური კუთხე, სადაც ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები, ხალხური საკრავები და სხვა საინტერესო ექსპონატები გამოიფინა.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“ და ხალხურ საკრავთა ბავშვთა ანსამბლი „კავთურა“.

ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დიდგორობა ქართული ისტორიის, ეროვნული ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოსადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება დღეს გააკეთა.…

tvmonitoringi · 2 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 150-მდე მოსწავლე შეუდგა

გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია სოფელ ხვითიდან სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.