ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში „ზაფხულის კითხვის კონკურსი 2026“-ის გამარჯვებულები დააჯილდოეს

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში საზაფხულო მარათონის  „ზაფხულის კითხვის კონკურსი 2026“  გამარჯვებული მკითხველების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

კონკურსი ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციას, წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის მიმართ ინტერესის გაძლიერებას ემსახურებოდა. მონაწილეებმა საზაფხულო არდადეგების პერიოდში სხვადასხვა წიგნი წაიკითხეს და ცოდნისა და წარმოსახვის სამყაროში იმოგზაურეს.

ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნეს, რომ მარათონში გამარჯვებული ყველა ის ბავშვია, ვინც წიგნი წაიკითხა, ახალი ცოდნა მიიღო და კითხვის სასიამოვნო გამოცდილება შეიძინა.

ბიბლიოთეკის გუნდის განცხადებით, ბავშვების კითხვის მოტივაციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომლებიც მათ წიგნიერების გზაზე მხარს უჭერენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებულები. საბავშვო ბიბლიოთეკა მათ წარმატებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ კითხვის სიყვარული მათთვის ყოველდღიურ ჩვევად დარჩება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ ავტორებთან პოეზიის საღამო გაიმართა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ავტორების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაყვალა ხაჩიძე, მზეგული ტყეშელაშვილი, მარინა ღონღაძე, ეკა გეგელაშვილი, მანანა ხრიკაძე,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ლია მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გორის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის გახსნა 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.