ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაერთიანების ფილიალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაერთიანების მეთოდისტმა თამარ შუბითიძემ კოლეგებს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებული ტრენინგის „ბიბლიოთეკები ციფრულ ეპოქაში“ შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ტრენინგი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

თათბირზე ფილიალების წარმომადგენლებმა ოქტომბრის განმავლობაში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები წარმოადგინეს და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს თანამშრომლებმა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს  „ვარდისფერ ოქტომბერს“ დაუჭირეს მხარი. სოლიდარობის ნიშნად მათ ვარდისფერი ბაფთები გაიკეთეს და დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

“ტანა-თეძმობა 2026” – ორდღიანი სახალხო დღესასწაული ბოშურში

10 და 11 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ტანა-თეძმობის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში კულტურულ, გასტრონომიულ, სპორტულ და გასართობ…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

გორში დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით,  ქალაქში საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარეობს სკვერებისა და გზისპირა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.