ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 10 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურში „ხაშურქალაქობა 2026“ 26 სექტემბერს გაიმართება

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ხაშურქალაქობა 2026“ 26 სექტემბერს, ზემო სერის ტყე-პარკში გაიმართება.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ, გასართობ და შემოქმედებით პროგრამას შესთავაზებს.

დღის განრიგი მოიცავს:

🔹 12:00–12:30 — ღონისძიების ოფიციალური გახსნა და ქართული ცეკვის პერფორმანსი;
🔹 12:00–17:30 — ხელნაკეთი ნივთებისა და ფერმერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის კუთხეები და სხვადასხვა აქტივობა;
🔹 12:30–15:30 — ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;
🔹 14:40–15:00 — საჯარო საფეხბურთო ტურნირი (ფინალი);
🔹 15:00–16:20 — ნინოობის თეატრის წარმოდგენა პატარებისთვის;
🔹 16:20–17:20 — ანიმატორების პროგრამა;
🔹 16:30–17:00 — დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია;
🔹 17:00–18:00 — ფოლკლორული ანსამბლი „ახალი განა“;
🔹 18:30–19:50 — ReActive Band-ის კონცერტი;
🔹 20:00–21:00 — რეპერი ზაზა ნოზაძე;
🔹 21:00–22:30 — საღამოს ფოიერვერკი და DJ VALENTINA.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და კულტურულ პროგრამას, დაათვალიერონ ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში.

„ხაშურქალაქობა 2026“ ხაშურში სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება.

ხაშურქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 სექტემბერს, მოსახლეობისთვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

მიკროავტობუსები მგზავრებს დილის თერთმეტი საათიდან საღამოს თერთმეტ საათამდე მოემსახურებიან.

ტრანსპორტი იმოძრავებს ორი მიმართულებით – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ზემოსერის ტყე-პარკის მიმართულებით და ზემოსერის ტყე-პარკიდან მერიის მიმართულებით.

მიკროავტობუსები ორივე მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში გავა. მგზავრობა ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ ავტორებთან პოეზიის საღამო გაიმართა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ავტორების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაყვალა ხაჩიძე, მზეგული ტყეშელაშვილი, მარინა ღონღაძე, ეკა გეგელაშვილი, მანანა ხრიკაძე,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ლია მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გორის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის გახსნა 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.