გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, გათიბეს ბალახი.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდა ნაგავშემკრები კონტეინერები, რათა დღესასწაულის დღეებში ტერიტორიის სისუფთავე შენარჩუნდეს.
კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.